• მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლევან ცხოვრებაძე
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
3K Likes
160 Followers
54 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Home ბლოგი იონას მეკასი: პაზოლინის “რჩეული პოეზიის” წაკითხვის შემდეგ
  • თარგმანი

იონას მეკასი: პაზოლინის “რჩეული პოეზიის” წაკითხვის შემდეგ

  • ოქტომბერი 12, 2020
  • Cinexpress
Total
11
გაზიარება
11
0
0

თარგმანი: ნინი შველიძე

 

“იმ ზაფხულს, იმ ცხელი რომაული ზაფხულის ნაშუადღევს, გნახე ტროტუარზე ჩამომჯდარი, კარის გაღების მოლოდინში, მოლოდინში ყველა ამ ფილმის ნახვის,  იმ რომაული ზაფხულის დღეს.

მოგვიანებით შენ იკითხე: “რევოლუცია იქნება?” ფანჯარასთან მდგარმა, მუშებისთვის განკუთვნილ კორპუსში, რომელიც ააშენა მუსოლინიმ, რომელშიც გადაიღე “დედა რომა”, გამიმეორე “რევოლუცია იქნება?”. მე გითხარი “იქნება-მეთქი, რევოლუციას მოაწყობენ ჩვენი კამერები… ჩვენი კამერებით მოვედებით მთელს სამყაროს, ქუჩებს, ოფისებს, ფაბრიკებს, ციხეებს – ყველა აღმოაჩენს, რევოლუცია იქნება-მეთქი”. ისევ ფანჯარასთან მდგარმა სივრცეში ყურებისას სიჩუმეში შენ თქვი: “რამდენი წელია უკვე, რამდენი წელია უკვე, რაც გვაქვს საბეჭდი მანქანები, მოაწყვეს კი მათ რევოლუცია?”

ვხედავდი შენი გონების ჭიდილს, ასე იბრძოდი მთელი ცხოვრება შენს გონებაში, პოეზიაში, შენს ფილმებში, ხო “გრამშის ფერფლში”. და ფერფლი წიგნის თაროების, მოგონებების ბავშვობიდან, ფრიულის, ფერფლი ყველა გასული საუკუნის. და ფერფლი ქრისტიანობის, და მარქსიზმის, დაიწვა ყველაფერი. ჭიდილი და წვა. გველის ტყავის ცვლა მორალის, იდეოლოგიის, პოლიტიკური პარტიების. წვა, მუდამ წვა, წვა პოეზიის ყოველ სტრიქონში. დროის ცენტრში ყოფნა, ყოფნა იტალიის, მისი ყოველდღიური ცხოვრების ცენტრში, შენ არასოდეს დაგიტოვებია ის, ყოველთვის ღრმად იყავი ჩაფლული მასში, არაპერსონალური ლირიზმი, ის შენ დატოვე ფრიულიში.

ახლა კი მოზღვავება რეალური ცხოვრების, ჩაკარგვა მის გაუგებრობაში, აბსურდულობაში, არაჰუმანურობაში, გაუჩინარების შეუძლებლობაში. აგონია და მრისხანება სოციალურ სისტემაში შეპყრობილი პოეტის, სისტემაში, რომელიც ჩაფიქრებულია, როგორც კონცეპტუალური, უხილავი, გარდაუვალი წამების პროექტი. როგორც მარკიზ დე სადმა, შენც აღბეჭდე ის, პიერ პაოლო პაზოლინი, თავისუფალო ადამიანო და პოეტო, აღბეჭდე ყველაფერი იგივე უმოწყალო სიმართლით, როგორც დანტემ, „ჯოჯოხეთში“.

ახლა მე აქ ვარ ბრუკლინის სიღრმეში, წლების შემდეგ ისევ აქ, მაგიდასთან, გარშემორტყმული შენი პოეზიით, ფილმებით, ნოველებით, ესსეებით. მე აქ ვარ ჭიდილში ყველაფერთან, შენი ცხოვრების ნაკვალევზე, ფრიულიდან – ნაპოლიში, ნაპოლიდან – რომში, რომიდან – პალესტინაში, პალესტინიდან – ინდოეთში, ინდოეთიდან – აფრიკაში, აქ ვარ, ჩოსერთან, სადთან, დედაშენთან, ხო დედაშენთან.  და სიმღერით მახსენდება დედაჩემი,   დილაობით  სანამ მე ნახევრად მეძინა სამზარეულოში მომღერალი,  ყოველთვის მომღერალი. დედაშენი, ფრიული ყოველთვის იქ იყო, იქ იყო ყოველთვის.

ნეტავ, რას ფიქრობდი მაშინ, რომაული ზაფხულის იმ ნაშუადღევს, Centro Sperimentale-ს ტროტუარზე მჯდარი, 1967 წლის რომაული ზაფხულის ნაშუადღევს. ან მაშინ, როცა ფანჯარასთან მდგარი შორიდან შეჰყურებდი სიღარიბეს, დაწყევლილ მუშათა საცხოვრებლებს, დამალულს ბეტონის ურჩხულთა კედლებში, სახურავებს, უბედურებებს, რომელსაც  ნამდვილ ცხოვრებას ვეძახდით. კითხვებზე პასუხებს არ ვითხოვ, დაივიწყე, რადგან აქ არის ყველაფერი, შენი წიგნების ფურცლებზე, შენს ფილმებში, ნოველებში, ეს ყველაფერი აღბეჭდილია შენი, პოეტის ხელით. როგორც ჩოსერმა, შენც აჩვენე ყველაფერი “კენტერბერიული მოთხრობების” ფინალურ გამოსახულებებში. შენ ეს შეძელი მოღიმარი კლოუნივით, რადგან მაშინ ცოტა ხნით, თუმცა მაინც დაუბრუნდი ფრიულის. სახე შენი იყო ბედნიერი.”

 

წყარო: Bombmagazine. University of Chicago Press, 2014.

ორიგინალი: https://bombmagazine.org/articles/pier-paolo-pasolinis-selected-poetry-edited-and-translated-by-stephen-sartarelli/

პოსტის ნახვები: 260
Related Topics
  • იონას მექასი
  • იქნება რევოლუცია?
  • ნინი შველიძე
  • პაზოლინი
  • რჩეული პოეზია
Cinexpress

წინა სტატია
  • ესსე

კინო და კაპიტალიზმი: ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს

  • ოქტომბერი 8, 2020
  • Cinexpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

ძმები დარდენები – ბავშვი უფრო რადიკალურია ვიდრე რადიკალები

  • ოქტომბერი 17, 2020
  • Cinexpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

ბელა ბალაში – ხილული ადამიანი (ბუნება და ბუნებრიობა)

  • ლევან ცხოვრებაძე
  • მაისი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

ხორხე სანხინესი – საბრძოლო კინო ხალხთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

კინემატოგრაფისტთა ეროვნული ფრონტის მანიფესტი (1975)

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 30, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

Anthology Film Archives-ის მანიფესტი

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • თებერვალი 16, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

რაინერ ვერნერ ფასბინდერი (მუზა და მონსტრი): რომანტიკოსი ანარქო-კომუნისტი

  • ალექსანდრე გაბელია
  • დეკემბერი 28, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

მიქელანჯელო და მე

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 2, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

გლაუბერ როშა: შიმშილის ესთეტიკა

  • ალექსანდრე გაბელია
  • ნოემბერი 21, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

პედრუ კოშტა: სამი საათით პროფესორ ჰასუმისთან ერთად მატარებელში, იაპონიაში

  • ნინი შველიძე
  • ნოემბერი 21, 2021
Cinexpress Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს