• მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლევან ცხოვრებაძე
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
3K Likes
160 Followers
54 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • სიახლე
    • რევიუ
    • ინტერვიუ
    • ფესტივალები
  • პუბლიკაცია
    • რეცენზია
    • ესსე
    • რუბრიკა – მიზანსცენა
    • თარგმანი
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • არქივი
    • ფოტოგრაფია
    • ვიდეო
    • YOUTUBE
Home ბლოგი აბას ქიაროსთამი: დაუსრულებელი კინო
  • თარგმანი
  • თეორია

აბას ქიაროსთამი: დაუსრულებელი კინო

  • ნოემბერი 8, 2019
  • CinExpress
Total
38
გაზიარება
38
0
0
მთარგმნელი: ნინი შველიძე

თავდაპირველად, მჯეროდა, რომ კინოთეატრში სინათლის ჩაქრობა იმიჯების უკეთ დანახვაში გვეხმარებოდა. მოგვიანებით, როცა მაყურებელს ოდნავ უფრო ახლოს დავაკვირდი, სავარძელში კომფორტულად ჯდომის და ფილმის ყურებისას, გაცილებით მნიშვნელოვან მიზეზს მივხვდი: სიბნელე აიძულებს ყოველ მაყურებელს გამოეყოს სხვას და მარტო დარჩეს.  ყოველ მაყურებელს შეუძლია ერთდროულად  იყოს ერთად და ერთმანეთისგან შორსაც.

როცა მაყურებელი ფილმის სამყაროს შეიმეცნებს, თითოეული მათგანი, საკუთარი გამოცდილების სიმდიდრიდან გამომდინარე, სწავლობს  საკუთარი სამყაროს შექმნას.

როგორც რეჟისორი, დამოკიდებული მაყურებლის შემოქმედებით ჩარევაზე,  ინტერვენციაზე ვარ. სხვა შემთხვევაში, ყოველი ფილმი მაყურებელთან ერთად მოკვდებოდა. გამართულ სიუჟეტებს, რომელიც სრულყოფილად მუშაობს, ერთი ხარვეზი აქვს: ისინი მაყურებლისგან აუცილებელ ჩარევას მოითხოვს.

ფაქტია, ფილმები სიუჟეტის გარეშე მაყურებელში ნაკლებ პოპულარულია, თუმცა ყოველი სიუჟეტი გარკვეულ ფუღუროებს საჭიროებს, ცარიელ სივრცეებს, კროსვორდის თავსატეხის მსგავსს, სადაც აუდიტორიამ თავად უნდა ამოავსოს სიცარიელეები, როგორც კერძო დეტექტივმა ტრილერიდან, რომელსაც რაღაცები აღმოსაჩენი აქვს.

მე იმ კინოსი მჯერა, მაყურებელს მეტ დროსა და შესაძლებლობებს რომ აძლევს, სიცარიელეების შესავსებად. მჯერა ნახევრად გადაღებული, დაუსრულებელი ფილმების, რომელიც მაყურებლის გონებაში მისი შემოქმედებითი სულის დახმარებით დასრულდება, და ასე შეემატება ასობით სხვა ფილმს.  მსგავსი კინო ეკუთვნის თვითონ მაყურებელს და დიალოგიც მის პირად სამყაროსთან აქვს.

თავის მხრივ, ნებისმიერი ნამუშევრის სამყარო, ნებისმიერი ფილმი ახალ ჭეშმარიტებას გვიყვება. ჩაბნელებულ კინოთეატრში, ჩვენ ყველას გვეძლევა ოცნებისა და ოცნებების თავისუფლად განხორციელების საშუალება. თუკი ხელოვნებას მართლაც შეუძლია რამის შეცვლა, ახალი იდეების შემოთავაზება, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების  თავისუფალი შემოქმედებითობის მეშვეობით – ჩვენ აუდიტორიის ყოველ წევრს ინდივიდუალურად მივმართავთ.

ხელოვანის გაყალბებულსა და იდეალურ სამყაროს, ასევე იმ  პერსონას  შორის, რომელსაც  ხელოვანი მიმართავს, მყარი და მუდმივი კავშირია. ხელოვნება ინდივიდს შესაძლებლობას აძლევს,  საკუთარი სიმართლე საკუთარ სურვილებსა და კრიტერიუმებს შეუსაბამოს; ასევე უარყოს სხვა აღიარებული ჭეშმარიტება. ხელოვნება თითოეულ შემოქმედსა და მის პირად აუდიტორიას უტოვებს შანსს, უფრო ნათლად დაინახოს ჭეშმარიტება, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანთა ტკივილსა და ვნებაში, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმალება.  ყოველდღიურობის შეცვლა კინორეჟისორს მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის თანამონაწილეობით შეუძლია. ეს უკანასკნელი, აქტიურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ფილმი ახერხებს წინააღმდეგობებითა და კონფლიქტებით სავსე სამყაროს შექმნას, რომლის აღქმაც აუდიტორიის წევრებს შეეძლებათ. მარტივი ფორმულაა: ესაა სამყარო, რომელსაც რეალურად მივიჩნევთ, თუმცა არა სამართლიანად. ეს სამყარო არაა  ჩვენი გონების ნაყოფი და ზუსტადაც არ გვერგება, თუმცა კინემატოგრაფიული ტექნიკის მეშვეობით, ჩვენ ვქმნით სამყაროს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე ათასჯერ უფრო რეალური და სამართლიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სამყარო გვთავაზობს სამართლიანობის ყალბ გამოსახულებას, ამის საპირისპიროდ, ის ხაზს უსვამს იმ სხვაობებს, რომელიც  რეალურსა და იდეალურ სამყაროს შორის არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჩვენ  იმედზე, მწუხარებასა და ვნებაზე ვლაპარაკობთ.

კინო ჩვენი ოცნებებისკენ მიმავალი ფანჯარაა, რომლის მეშვეობითაც საკუთარ თავს უფრო მარტივად ამოვიცნობთ. ამგვარად, მიღებული ცოდნისა და ვნების დახმარებით, ჩვენს ცხოვრებას გარდავქმნით  ჩვენივე ოცნებების სასარგებლოდ.

კინოთეატრის სავარძელს ჩვენი დახმარება ანალიტიკოსის დივანზე მეტად შეუძლია. კინოთეატრის სავარძელში ყოფნისას, ჩვენივე მოწყობილობებს ვტოვებთ, იქნებ ეს ერთადერთი ადგილია,  სადაც ერთდროულად  ასე ახლოს ვართ და შორსაც: ესაა კინოს სასწაული.

გარდაუვალია, კინოხელოვნებამ მომდევნო საუკუნეში მეტი პატივი არ მიაგოს მაყურებელს, რომელიც მისი ინტელექტუალური და კონსტრუქციული ელემენტია. ამისათვის, ალბათ, საჭიროა, მაყურებლის  ერთპიროვნულ შემოქმედად აღქმაზე  უარი ვთქვათ. საკუთარი ფილმის მაყურებელი რეჟისორიც ასევე უნდა იყოს. ერთი საუკუნის მანძილზე, კინო კინორეჟისორებს ეკუთვნოდა, ვიქონიოთ იმედი, რომ შემდგომ საუკუნეში ის   მაყურებლის კუთვნილებად იქცევა.

წყარო: აბას ქიაროსთამი. „დაუსრულებელი კინო“. 1995წ. Sabzian (თარგმანი ინგლისურიდან).

ორიგინალი: https://www.sabzian.be/article/an-unfinished-cinema

პოსტის ნახვები: 273
Related Topics
  • აბას ქიაროსთამი
  • დაუსრულებელი კინო
  • კინოხელოვნება
  • ნინი შველიძე
  • ხელოვანი
CinExpress

წინა სტატია
  • თარგმანი
  • რეცენზია

“სისტემური ჩიხი”: “ჯოკერი” არტისტულად გვიჩვენებს თანამედროვე სამყაროს სირთულეებს – სლავოი ჟიჟეკი

  • ნოემბერი 6, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რევიუ
  • ქართული კინო

და ჩვენ ვიცეკვეთ

  • ნოემბერი 15, 2019
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

ბელა ბალაში – ხილული ადამიანი (ბუნება და ბუნებრიობა)

  • ლევან ცხოვრებაძე
  • მაისი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

ხორხე სანხინესი – საბრძოლო კინო ხალხთან

  • ალექსანდრე გაბელია
  • მაისი 19, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

კინემატოგრაფისტთა ეროვნული ფრონტის მანიფესტი (1975)

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 30, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

Anthology Film Archives-ის მანიფესტი

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • თებერვალი 16, 2022
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

რაინერ ვერნერ ფასბინდერი (მუზა და მონსტრი): რომანტიკოსი ანარქო-კომუნისტი

  • ალექსანდრე გაბელია
  • დეკემბერი 28, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

მიქელანჯელო და მე

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 2, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი
  • თეორია

გლაუბერ როშა: შიმშილის ესთეტიკა

  • ალექსანდრე გაბელია
  • ნოემბერი 21, 2021
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თარგმანი

პედრუ კოშტა: სამი საათით პროფესორ ჰასუმისთან ერთად მატარებელში, იაპონიაში

  • ნინი შველიძე
  • ნოემბერი 21, 2021
Cinexpress Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს