ჩვენ შესახებ
მიუხედავად კინოს მიმართ ინტერესისა, რასაც თბილისის კინოფესტივალზე მაყურებლით სავსე დარბაზებიც ადასტურებს, კინოსივრცეები ყოველდღიურად ქრება. არ არსებობს სივრცე კინოკრიტიკისთვისაც, რომელიც არა სიყვითლეზე, არამედ შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციაზეა ორიენტირებული და სრულიად არ ემორჩილება კომერციულ ინტერესებს.
ვებ-გვერდი www.cinexpress.ge არაკომერციული ონლაინ-პლატფორმაა, რომელიც მკითხველს ქართული და მსოფლიო კინოს ანალიზს სთავაზობს, კინოს უახლეს ტენდენციებთან ერთად კი პერიოდულად გააცნობს მსჯელობებს კინოს კლასიკური და თანამედროვე თეორიების შესახებ.
საიტი მიზნად ისახავს ერთგვარი ვირტუალური არქივის შექმნას, რომელიც სტუდენტების მიერ დაწერილ რევიუებს, რეცენზიებს, თარგმნილ მასალასა და აკადემიურ ნაშრომებს მოუყრის თავს.
ვებ-გვერდის მთავარი მიზანი ონლაინ სივრცის შექმნაა, რომელიც კინოკრიტიკისა და კინოთეორიის როლის ზრდასთან ერთად ახალგაზრდებს ხელს იმაშიც შეუწყობს, რომ რეგულარულად გაცვალონ საკუთარი აზრები აუდიტორიასთან.
პლატფორმა ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს ყველას, როგორც კინოს ხელოვნებით დაინტერესებულ, ისევე კინოს მეცნიერებით დაინტერესებულ მკითხველსაც.